Crypto Hawk
გათიშე ემოციები. დაიწყე კითხვა.
ორი თვის შემდეგ, შენ შეწყვეტ ბაზრისთვის წასაკითხ ობიექტად ყოფნას — და გახდები ის, ვინც ბაზარს კითხულობს.
- 8 კვირა
- დამწყები
- ქართული + ინგლისური
- 900 PUSDT
ხომ არ გეცნობა საკუთარი თავი?
თორნიკე
გადააწყდა ტოკენს X-ის პლატფორმაზე, რომლის ფასიც იზრდებოდა. იყიდა პიკზე იმიტომ, რომ ყველა ამ ტოკენზე საუბრობდა. მეორე დღეს მისი ფასი 20%-ით დაეცა. თორნიკემ არ გაყიდა — მომდევნო კვირაში კი კვლავ 30%-ით გაუფასურდა. სამწუხაროდ მას გაყიდვა მოუწია ფსკერზე. ჩარტი ორი კვირა ყვიროდა "გადანაწილების ფაზაში ვართ!". თორნიკემ კი არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა გადანაწილების ფაზა.
სალომე
სალომემ გახსნა 10x ლონგ პოზიცია , რადგან YouTube-ის ტრეიდერმა თქვა ,რომ „ეს არის ფსკერი". მას არ ჰქონდა დაყენებული stop-loss-ი, რადგან არ იცოდა ამის საჭიროების შესახებ. პოზიცია 3 საათში დალიკვიდურდა, მან სრულიად დაკარგა თანხა. „ტრეიდერი", რომელის ვაჭრობასაც კოპირებდა, უკვე სხვა პროგნოზზე იყო გადასული. სალომემ დღემდე არ იცის, რა ნიშნავს რეალურად 10x ვაჭრობა და რა რისკებთან ასოცირდება, მსგავსი გარიგებით ვაჭრობა.
ბექა
ბექამ 2021 წელს შეისყიდა ქოინები, ჰოი საოცრებავ, წლის ბოლომდე, ნოემბერში პორტფელში არსებული თანხა ოთხჯერ გაიზარდა. შესანისნავი მიგნებაა, არა?! მან გადაწყვიტა, რომ კრიპტო ბაზარის კარგად ესმოდა და არ გაყიდა თავისი კრიპტო აქტივები, უფრო მაღალი მოგების მოლოდინში . და გადაწყვიტა, რომ 2022 წლის ბოლომდე დალოდებოდა გაყიდვებს. ივნისისთვის მისი პორტფელი 80%-ით გაუფასურდა. მას არ ჰქონდა, გაყიდვების წინასწარ გაწერილი სტრატეგია. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საყრდენის და წინააღმდეგობის კონცეფციის შესახებ. არც ჩანაწერებს აკეთებდა ვაჭრობების შესახებ და გეგმავდა გაყიდვის სტრატეგიას. ამიტომ ისწავლა გაკვეთილი, სადაც საფასურს თავისი ინვესტიციების გაუფასურებით იხდიან.
ხალხი ფულს კრიპტოში არ კარგავს იმიტომ, რომ ბაზარი უსამართლოა. კარგავს იმიტომ, რომ მოვიდნენ რთული საჭადრაკო პარტიის სათამაშოდ, ჭადრაკის თამაშის წესების ცოდნის გარეშე — და მათ ყოველი სვლა ჩათვალეს სწორად. ვინ იგებს ვაჭრობასი საჭადრაკო ტურნირს? — ამის ყველაზე ძლიერი მაჩვენებელი არ არის ინტელექტი, კაპიტალი ან „კარგი ხედვა".აქ მნიშვნელოვანია აქვს თუ არა გეგმა, ჟურნალი და ორივეს მიყოლის დისციპლინა — მაშინაც კი, როცა ემოციები საპირისპიროს ეუბნება. თუ შენი ვაჭრობის განათლების წყაროა მხოლოდ X-ის პოსტები და Telegram-ის სიგნალები, ივაჭრებ სწორედ ისე, როგორც ის ხალხი, ვინც წერს ამ ინფორმაციას — ხშირ შემთხვევაში სრული ფიასკოთი. Crypto Hawk არის ის საფუძველი, რომ გაარღვიო ეს მანკიერი წრე.
ორი თვის შემდეგ, ვერ იცნობ საკუთარ თავს!
- შეწყვეტ ბრამდ აღმასვლებისა და დაღმასვლების დევნას. → ჯერ წაიკითხავ ჩარტს, შემდეგ აჭერ ღილაკს ! — ყოველი შენი ახალი ნაბიჯი, მეტად მომგებიანი და გააზრებულია.
- შეწყვეტ საყრდენებისა და წინააღმდეგობის შემთხვევით გამოცნობას → შენ თავად ხატავ მათ ყოველ ჩარტზე, ნებისმიერი პოზიციის გახსნამდე.
- არ შეხედავ სანთლებს, როგორც ჩინურ იეროგლიფებს → კითხულობ მათ როგორც ისტორიას — და იცი, რა სავარაუდო განვითარებებს უნდა ელოდო შემდეგ თავში.
- შეწყვეტ stop-loss-ის გარეშე ვაჭრობას → ყოველ პოზიციას ზომავ შენი მაქსიმალური დანაკარგით — და არა იმით, თუ როგორი თავდაჯერებული ხარ დღეს.
- აღარ დაგავიწყდება თუ რატომ გახსენი ესა თუ ის პოზიცია → ყოველ ვაჭრობას ჟურნალში წერ — და კითხულობ ჟურნალს, რომ იპოვო "შენი" შეცდომების გამომწვევი მიზეზი.
- შეწყვეტ 'მე აზრი მაქვს'-ის და 'მე სტრატეგია მაქვს'-ის აღრევას → სტრატეგიის გამოცდას აკეთებ გადაწყვეტილების მიღებამდე — და რეალურ ფულს მხოლოდ იმ სტრატეგიებისთვის იყენებ, რომლებიც წარსულ სცენარებში წარმატებით მუშაობს.
- შეწყვეტ ბაზრის მორიგ მსხვერპლად ყოფნას → გახდები ის, ვისაც ბაზარი ვერ ტეხს.
8 კვირაში
როგორია "ტკბილი კენწერო"
კვირა საღამოა. ზიხარ ლეპტოპთან ფინჯანი ყავით ხელში და აქტიური სავაჭრო ჟურნალით.. 6 თვის წინ ეს ყველაფერი სხვანაირი იყო. CoinGecko-ს განახლება. Telegram-ის ჩატების კითხვა. ცდილობ იმის გამოცნობას თუ რა უნდა იყიდო, იმისთვის რომ კარგი მოგება მოგიტანოს. წვებოდი იმის, დარდით, თუ როგორი იქნებოდა შემდეგი დილა ბაზარზე. ამაღამ კვირის მიმოხილვა გაქვს. ხსნი ჟურნალს და კითხულობ უკანასკნელ 12 ვაჭრობას — რა დაინახე, რა გადაწყვიტე, რა მოხდა რეალურად. სამი წარმატებული იყო. ორი — წარუმატებელი. დანარჩენ შვიდში ვაჭრობის პოზიცია არ გაგიხსნია: გეგმები, რომლებიც განახორციელე, რადგან შენს ჩარჩოში არ ჯდებოდნენ. ჟურნალის ანალიზი, გეუბნება რომ შვიდი შემთხვევიდან ხუთს სწორად აუარე გვერდი. შემდეგი კვირის სავარაუდო სცენარებს განიხილავ ჩარტზე. ბიტკოინი ტესტავს მესამედ დონეს, რომელიც მანამდე მონიშნე.ამ ფასზე შეტყობინების ფუნქციას იაქტიურებ. ნიშნავ დიაპაზონებს, რომლებიც შენ ანალიზს პოტენციურ ინვალიდაციას უკეთებს, იჭერ თადარიგს და ამ ფასებზეც შეტყობინების ფუნქციას აყენებ. მშვიდად ხურავ ლეპტოპს. ორშაბათს ალერტი ირთვება.იწყებ ახალი ვაჭრობის სტრატეგიის გამოცდას. აყენებ stop-ს, დიაპაზონი წარმატებული არმოჩნდა. პარასკევისთვის სატესტო ვაჭრობა დასრულებულია — და ჟურნალის ჩანაწერი უკვე არსებობს. ამ კვირას არ რეაგირებდი. კითხულობდი, ცდიდი ახალ სტრატეგიას. სწორედ ეს არის 8 კვირის სხვაობა.
ხუთი რამ რაც განასხვავებს მოთამაშეს ტრეიდერისგან.
ხალხის უმეტესობა, ვინც კრიპტოში ფულს კარგავს არ განიცდის ინფორმაციული ნაკადის სიმწირეს. მათ აკლიათ დისციპლინა და მისი სისტემატიზება. ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი ქვაკუთხედი რომელზეც ნიკამ თავისი ვაჭრობა ააწყო — და რომლსაც ტესტავს გადაცემაში, ყოველკვირეულად.. ამ კურსის ბოლოს ეს ჩარჩოები არა უბრალოდ იცი, არამედ მათ იყენებ. რეალურ ჩარტებზე, რეალური პოზიციებით , რეალური ჟურნალით, რომელიც შენი მეგზურია.
| ჩარჩო | რას გეუბნება |
|---|---|
| Chart Anatomy | რას ამბობენ რეალურად სანთლები, მოცულობა და ტრენდები — სანამ გეგმას დასახავ |
| Support & Resistance | სად შეთანხმდა ბაზარი მოცემულ ფასზე— და სად არის შესაძლებლობა, რომ ვერ შეთანხმდეს |
| Risk Management | რამდენი შეგიძლია დაკარგო ერთ ვაჭრობაზე ისე, რომ არ ჩაშალო სისტემა, რომელიც ხვალაც ვაჭრობის საშუალებას გაძლევს |
| Trading Journal | როგორ გამოიყურება "შენი" შეცდომები — პატერნები, რომლებსაც სხვისი ჟურნალი ვერ გაჩვენებს |
| Backtesting | წარსულში მუშაობდა თუ არა შენი სტრატეგია — სანამ ვაჭრობას დაიწყებ რეალურ დროში |
ანალოგიური სამუშაო დისციპლინა, რომელსაც ნიკა იყენებს აქტიურად, ყოველვკირეულ გადაცემაში — ისტორია და გამოცდილება 500+ ვიდეო 2021 წლიდან.
რვა კვირიანი მოგზაურობა
"ჩარტი მაბნევს"→ თავისუფლად შეგიძლია გაიგო რას გეუბნება ბაზარი რეალურად
კრიპტო ბაზარზე ათასობით აქტივია. ჩარტი გაჩვენებს, ისტორიას თუ რა ხდება აქტივის თავს — მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ იცი, რას უყურო. ეს მოდული მოიცავს ტექნიკურ და ფუნდამენტურ ხელსაწყოებს, რომლებიც ტექნიკურ ანალიზს გამოცნობებისგან ან იღბალისგან ანსხვავებს: როგორ შევისწავლოთ აქტივი სანამ ვივაჭრებთ მასზე, როგორ ვადარებთ ტრადიციული ფინანსური ბაზრების და კრიპტო ბაზრის ციკლებს ერთმანეთს. პოპულარული ხელსაწყოები, რომლებიც გვეხმარებიან ჩარტიდან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებაში.
სანთლების არცოდნიდან → თავისუფლად კითხვამდე
იაპონური სანთლები არ არის დეკორაცია. ისინი ენაა — ანატომია, კომბინაციები და ბაზრის ლოგიკა მათ უკან. ეს მოდული ასწავლის ტრენდის ცვლილების ნიშნებს, საყრდენისა და წინააღმდეგობის კონცეფციას, სცენარის დაგეგმვას ჩაშენებული რისკის დაზღვევით, და განგრძობითობის პატერნებს, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ წინა მოძრაობას. ბოლოს, ჩარტებზე დონეებს ისე ხატავ, როგორც ნიკა გადაცემის დროს.
„მე გრძნობა მაქვს"-დან → „მე სტრატეგია მაქვს განსაზღვრული რისკის პროფილით"
ვაჭრობის სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს უყურებ ბაზარს.დღიური თუ გრძელვადიანი პოზიციები — თითოეულს თავისი დროის ჰორიზონტი, თავისი ხელსაწყოები და თავისი რისკები აქვს. ეს მოდული ასწავლის რისკის მართვას, აქტივების დივერსიფიკაციას შენი პიროვნებისთვის შესაფერისი სტრატეგიებით, და როგორ დაიცვა თავი ბაზრის ვოლატილურობისგან მოგების დაფიქსირების ოპტიმიზაციით. ამ მოდულის შემდეგ შენ უბრალოდ არ გამოთქვამ აზრს, არამედ გაქვს სისტემა, რომელიც აზრებს გვაწვდის, რომლითაც იცავ და ზრდი შენს მოგებას.
ვიზიტორი პლატფორმაზე → ტრეიდერი, რომელმაც იცის რა გამოიყენოს და როგორ
ბირჟები, სავაჭრო პლატფორმები, ახალი ამბების წყაროები — პრაქტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება. ეს მოდული ასწავლის ბირჟებისა და სავაჭრო პლატფორმების უსაფრთხოდ გამოყენებას, საიმედო ინფორმაციის წყაროების მოძიებასა და აწონვას, და წარსული ბაზრის მოვლენების კითხვას მიმდინარე ახალი ამბების კონტექსტში. შედეგი: შეწყვეტ ჭორებზე ვაჭრობას და დაიწყებ სწორ ანალიტიკაზე დაფუძნებული სიგნალებით ვაჭრობას.
ეს კურსი არის მათთვის, ვისაც უნდა გახდეს ბაზრის მონაწილე.
შენთვის
- გინდა პირველი ნაბიჯების გადადგმა კრიპტო ვაჭრობაში სწორად — ფულის დაკარგვით გარეშე.
- ინვესტორი ხარ, რომელსაც არ უნდა ყოველდღიურად ჩარტის ყურება, მაგრამ გინდა ინფორმირებული ყიდვის გადაწყვეტილებები, და არა ემოციური ნაბიჯები, როცა პოზიციას გახსნი.
- უკვე დაკარგე ფული Telegram-ის რჩევებზე ან YouTube-ზე მიღებული "ანალიტიკური" რჩევებით — და მზად ხარ აღარ გაიმეორო იგივე შეცდომა.
- გინდა სიღრმე, და არა სლოგანები. გირჩევნია გაიგო 'დამოკიდებულია, აი რატომ', ვიდრე 'იყიდე ეს ახლა'.
- ეძებ პასუხს კითხვაზე 'როგორ?' — და არა 'რა?'
შენთვის არა
- გინდა კურსი, რომელიც გპირდება, რომ 2 თვეში პროფესიონალურად ივაჭრებ. არ მოგატყუებთ. ვინც ამას გპირდებათ, რაღაც სხვას გყიდით.
- გინდა პასიური სწავლება. ყოველ კვირას ხატავ დონეებს, ჟურნალში წერ ვაჭრობებს და აანალიზებ ახალ სტრატეგიებს, განვლილი ისტორიის დახმარებით.
- ეძებ 'საიდუმლო სტრატეგიას' ან 'ინდიკატორს, რომელიც ფულის საბეჭდი მანქანაა'. რაც არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დისციპლინა.
- ფიქრობ, რომ ჟურნალი და წარსულში სტრატეგიის გამოცდა არასავალდებულოა. ეს არ არის არჩევანი,ეს აუცილებლობაა.
შენი მალსახმობი.

Nika Todua
თანადამფუძნებელი & ტელეწამყვანი, Crypto Bazari · წამყვანი ინსტრუქტორი, Crypto Hawk
Crypto Bazari-ს თანადამფუძნებელი (საქართველოს პირველი კრიპტო მულტიმედიური პლატფორმა, 50,000+ წევრით). ჩარტის ანალიზი პირდაპირ ეთერში — 500+ ეთერი 2021 წლიდან. დისციპლინა, რომელსაც ის ასწავლის, არის დისციპლინა, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ოთხწლიანი გამოცდა.
კრიპტო ქორი - შენ ზოგავ წლებს. წლების განმავლობაში მწვერვალზე, ყიდვა რადგან ვიღაც ინფლუენსერმა ასე თქვა! წლები ლიკვიდაციების leverage-ზე, რომელიც არ გესმოდა. ფუჭად დაკარგული წლები და თანხები, რასაც Stop-loss-ი გამოასწორებდა. წლები წაგებული პოზიციების შენარჩუნებაში, რადგან არ გქონდა დისციპლინა — ან ჟურნალი — რომ გცოდნოდა, როდის გამოსულიყავი. ეს არის გზა, რომელიც ნიკამ გაიარა. და ეს არის უპირატესობა, რომელსაც მისგან მიიღებ. ვაჭრობის ონლაინ მასწავლებლების უმეტესობა YouTube ვიდეოებს არედაქტირებენ. წაგებულ გადაწყვეტილებების შლიან. წარმატებებს გაჩვენებენ. ნიკა აკეთებს ცოცხალ ჩარტ ანალიზს ქართულ ტელევიზიაში. 500+ ეთერი 2021 წლიდან. ცოცხალი კამერები. ცოცხალი მაყურებელი. არა რედაქტირებული. ყოველი Bitcoin-ის წაკითხვა, ყოველი Ethereum-ის შეფასება, ყოველი ბაზრის გადაწყვეტილება, რომელიც გააკეთა — ჩაწერილია, დათარიღებული, საჯაროა. ბაზარი ან ადასტურებს ჩარტის წაკითხვას ცოცხალ ეთერში, ან გაგანადგურებს რეალურ დროში. ამის გაყალბება შეუძლებელია. ნიკა არის თანადამფუძნებელი და ტელეწამყვანი Crypto Bazari-ში - საქართველოს პირველი კრიპტო მულტიმედიური პლატფორმა, 50,000+ მომხმარებლით. ის არის თვითნასწავლი ტრეიდერი, რომელმაც თავისი დისციპლინა ააშენა ისე, როგორც ეს კურსი ასწავლის: ჟურნალით, წარსული სტრატეგიის გამოცდით და საკუთარი შეცდომების ცივი გონებით ანალიზით. დისციპლინა, რომელსაც ის ასწავლის, არის დისციპლინა, რომელმაც 500 ზე მეტი გადაცემას გაუძლო. როცა ნიკა შენს ვაჭრობის ჟურნალს გადახედავს, ის უბრალოდ ჩანაწერებს არ კითხულობს. ხედავს პატერნებს, რომლებსაც "შენი" ემოციები ტოვებენ - იგივე პატერნები, რომლებიც თვითონ ნახა საკუთარ თავთან ბრძოლაში,სანამ ის დაამარცხა.
წარსულის შედეგი ასახავს ნიკას პროფესიულ ვაჭრობასა და ანალიზს — რაც არ არის სტუდენტების შედეგების გარანტია. კრიპტო ვაჭრობა მნიშვნელოვან რისკს შეიცავს და უმრავლესობა მათთაგანი ფულს კარგავს. ეს კურსი ასწავლის საფუძველს, და არა გარანტირებული მოგების გზას.
შექმნილი ისე, რომ ვერ გაწბილდე დისციპლინის შექმნაში.
დაესწარი როგორც შეგიძლია
ონლაინ ან ოფლაინ— იგივე სესია, იგივე ინსტრუქტორი, შენი არჩევანი. რადგან ყველაზე ცუდი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გამოტოვო შენი საფუძველი, ადგილმდებარეობაა.
ჟურნალში წერ რეალურ ვაჭრობებს
თეორია შენს ვაჭრობას არ ცვლის. ჟურნალი ცვლის.
უკუკავშირი ლექტორისგან, და არა უკვე ჩაწერილი ვიდეოების ნახვა.
ჩაწერილი კურსი ვერ გეტყვის, რატომ არის შენი საყრდენის დონე არასწორი. ნიკას შეუძლია — და ის ეუბნება ქართულ აუდიტორიას, რატომ არის მათი საყრდენის დონეები არასწორი, ყოველ კვირას, 4 წელზე მეტია.
სერტიფიკატი, რომელსაც ვერავინ წაშლის
სხვა აკადემიები სერტიფიკატები ცენტრალიზებულ სერვერზეა, რომელიც ვინმემ შეიძლება გათიშოს. შენი - Arweave-ზე იქნება სამუდამოდ. ათეული დოკუმენტირებული ვაჭრობის ჟურნალთან ერთად, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არა მხოლოდ დაესწარი ლექციებს, არამედ გამოიყენე ის.
წინაპირობები
წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო.
გაკვეთილები
მალეგაკვეთილების შინაარსი ხელმისაწვდომი გახდება, როცა კურსი ამოქმედდება დეშბორდში.
ხშირად სვამენ კითხვებს
- გავლილი უნდა გქონდეთ "კრიპტო ლომის" კურსი ან უნდა გქონდეს კრიპტოვალუტების საბაზისო ცოდნა.
- დაგეგმე 5-7 საათი კვირაში. ეს არის ორი 2-საათიანი სალექციო პროცესი და მინიმუმ 1-3 საათი დამოუკიდებელი პრაქტიკა - დონეების დახაზვა ჩარტებზე, სიმულირებული ან ცოცხალი ვაჭრობების ჟურნალში წერა, და საკუთარი ჩანაწერების ანალიზი. სესიები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 კვირის განმავლობაში. ჟურნალში მუშაობაა ის, სადაც ნამდვილი ცვლილება ხდება. შეგიძლია დაესწრო ყველა ლექციას და თუ ჟურნალს გამოტოვებ, ჩათვალე რომ არაფერი გისწავლია. ასე რომ არ გამოტოვო ეს მნიშვნელოვანი ნაწილი.
- შენ შეძლებ დამოუკიდებლად წაიკითხო კრიპტო ჩარტები, დააიდენტიფიცირო ტრენდები, საყრდენი და წინააღმდეგობა, და ყველაზე მნიშვნელოვანი სანთლების კომბინაციები. ააწყო მარტივი ვაჭრობის სტრატეგია წინასწარ დათვლილი რისკით. აწარმოო და გადახედო ვაჭრობის ჟურნალს. სტრატეგიის გამოცდა წარსულში. შეგიძლია შეამჩნიო პატერნები, რომელსაც Telegram-ისა და YouTube-ის 'გურუები' ვერ ხედავენ. რასაც ვერ შეძლებ - და გულახდილები ვართ ამაში - არის პროფესიონალური ვაჭრობა 8 კვირის შემდეგ. ამას ვერავინ შეძლებს. შენ გექნება მყარი ფუნდამენტი , საძირკველი ჩაყრილია! პროფესიონალური ვაჭრობისთვის დაგჭირდება წლების პრაქტიკა.
- ლეპტოპი ან სმარტფონი ინტერნეტით, უფასო TradingView-ს ანგარიში (ჩარტების ანალიზისათვის), და უფასო ანგარიში ძირითად ჩვენს პარტნიორ კრიპტო ბირჟაზე (order book-ის შესასწავლად და პრაქტიკისთვის - არ გჭირდება რეალური ფულის დეპოზიტი დასაწყებად). რეალური პრაქტიკისთვის, გამოჰყავი $50-100, პატარა პოზიციებზე კურსის განმავლობაში. კურსი შექმნილია ისე, რომ ყველაფერი სიმულაციაში შეგიძლია გააკეთო, თუ ასე გირჩევნია. ჟურნალი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოა.
- Pixel Academy არის AmCham Georgia-ს (ამერიკის სავაჭრო პალატა) Patron Member, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ვალიდაციაა და კომპანიის ინსტიტუციურ წონაზე მიუთითებს. სერტიფიკატი გაიცემა Arweave-ზე - მუდმივ, დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზე. ეს ნიშნავს, რომ სერტიფიკატი ვერ შეიცვლება, წაიშლება ან გაყალბდება, და მსოფლიოში ნებისმიერს შეუძლია მისი ავთენტურობის შემოწმება, Arweave-ის ქსელით სამუდამოა. ჩვენ ვართ პირველი აკადემია საქართველოში, ვინც ასეთ სერტიფიკატებს გასცემს. მაგრამ აი, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვაჭრობაში: სერტიფიკატის გვერდით, შენი ვაჭრობის ჟურნალი - დოკუმენტირებული ჩანაწერი იმისა, რა გააკეთე და რატომ - არის დისციპლინის ნამდვილი მტკიცებულება.
- ყველა სესია იწერება და ხელმისაწვდომია ჩარიცხული სტუდენტებისთვის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. თუ ოფლაინ სესიას გამოტოვებ, შეგიძლია უყურო ჩანაწერს და მოიტანო კითხვები მომდევნო სესიაზე.
- ვერცერთი კურსი ამას ვერ დაგპირდება, და ჩვენც ვერ დაგპირდებით. საშუალო სტატისტიკური ტრეიდერების უმეტესობა ფულს კარგავს - ეს არის ინდუსტრიის რეალობა, და არა რომელიმე კონკრეტული კურსის ნაკლი. რასაც Crypto Hawk მოგცემს - საფუძველი, რომელიც მომგებიან ტრეიდერებს აქვთ საერთო: ჩარტ-წიგნიერება, რისკის ჩარჩოები, ჟურნალის დისციპლინა, წარსულში სტრატეგიის გადამოწმების დისციპლინა. გახდები თუ არა მოგებიანი - დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებ "ამ კურსის შემდეგ" - რამდენად მუდმივად გამოიყენებ ჩარჩოებს, რამდენად პატიოსნად გადახედავ ჟურნალს, და რამდენად მზად ხარ მცირე ზარალების მიღებაზე სისტემის მიტოვების გარეშე. ჩვენ გასწავლით საფუძველს. დისციპლინირებული პრაქტიკის საათები ამ საფუძველზე - შენი გადასადგმელი ნაბიჯია.
- კრიპტო ქორი არის საფუძველი: ჩარტ-კითხვა,საყრდენი და წინააღმდეგობა, სტრატეგიის ძირითადი ტიპები, რისკის მართვა და ჟურნალი. სტუდენტების უმეტესობას სჭირდება 6-12 თვე გამოყენებული პრაქტიკა საფუძველთან, სანამ მზად იქნება მოწინავე კურსისთვის. პროფესიონალური ვაჭრობის კურსი (რომელიც გამოიშვება Crypto Hawk-ის კურსდამთავრებულების მზადყოფნის შემდეგ) უფრო ღრმად შედის ალგორითმული სტრატეგიის განვითარებაში, ავტომატიზებულ ხელსაწყოებში, მოწინავე პოზიციის ზომაში, ბაზრის მიკროსტრუქტურასა და საჭრობის ფსიქოლოგიაში წნეხის ქვეშ. თუ აქამდე არ გივაჭრია, აქ დაიწყე. თუ უკვე ფლობ ტექნიკური ანალიზის ცოდნას და მზად ხარ სისტემურ და ავტომატიზებულ ვაჭრობაზე გადასვლისთვის, შეუძლიათ დაიწყონ პროფესიონალური ვაჭრობის კურსი.
დასრულების სერტიფიკატი
მალედადასტურებული კრედენციალი
Crypto Hawk
მიიღე ბლოკჩეინზე დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც სამუდამოდ ინახება Arweave-ში, კურსის დასრულების შემდეგ. სერტიფიკატები უკვე ამუშავებულია ძველ საიტზე; დეშბორდიდან გაცემა LMS-თან ერთად ამოქმედდება.
მათემატიკა.
ერთი ცუდი leveraged ვაჭრობა ჯდება ამაზე უფრო მეტი, ვიდრე მთელი კურსი. ხშირად ათჯერ მეტი. ერთი პანიკაში გაყიდვა ჩვეულებრივ 15%-იან კორექციაზე — ₾20,000 პორტფელზე — ჯდება ₾3,000. კურსი ღირს ₾2,600 (900 PUSDT). ამ კურსის ღირებულება სწორედ ისაა,რაც დაგიჯდებოდა ერთი "ცუდი სამშაბათი". მაგრამ აი უფრო რთული მათემატიკა, რომელსაც კურსების უმეტესობა არ ხდის ცხადს. "საშუალო სტატისტიკური კრიპტო ტრეიდერი ფულს კარგავს." ეს Crypto Hawk-ის მტკიცება არ არის — ეს არის ინდუსტრიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ისინი, ვინც არ კარგავენ - არიან ისინი, ვისაც აქვს გეგმა, ჟურნალი და მიჰყვება ორივეს დისციპლინით. Crypto Hawk მომგებიანობის გარანტია არ არის. ეს არის საფუძველი, რომელიც მოგებას "შესაძლებელს*" ხდის. 900 PUSDT არის ფასი იმისა, რომ აღმოჩნდე თავიდანვე სტატისტიკის სწორ მხარეს — იმის ნაცვლად, რომ ბაზარს რეალური თანხის დაკარგვით გადაუხადო. "₾2,600 (900 PUSDT). 8 კვირა. ყველა შენი ვაჭრობა - აშენებულია ფუნდამენტზე და არა ვარაუდებზე."
2 თვის შემდეგ.
გზა A
გზა A — ისევ ყიდულობ, რადგან ვიღაც ინფლუენსერმა ასე თქვა. ისევ ყიდი, რადგან ბაზარი წითელია და გეშინია. ისევ კითხულობ Telegram-ში ჯგუფის სიგნალებს რომელიც ფულს გაკარგვინებს. ისევ ეუბნები საკუთარ თავს 'შემდეგ ჯერზე უკეთ გავაკეთებ' იმის შეცვლის გარეშე, რაც შემდეგ ჯერს რეალურად განსხვავებულს გახდიდა. შემდეგი ხარების ბაზარი მოდის — და უყურებ, როგორ იღებენ ინფორმირებულ და და გაწერილ გადაწყვეტილებებს შენი მეგობრები, სანამ შენ ემოციით ვაჭრობ.
გზა B
გზა B — კვირაა სარამოს ზიხარ, ისვენებ და გახსნილი გაქვს შენი სავაჭრო ჯურნალი. ხედავ, რამ იმუშავა, რამ არა და რატომ. ხაზავ შენს დონეებს კვირისთვის. აყენებ შეტყობინებებს.. აყენებ stop-ებს. როცა ჩარტი ორშაბათს იძვრის, არ რეაგირებ — ამოწმებ, ემთხვევა თუ არა ის პირობები, რომლებიც ჩაწერე, იმას რაც ხდება, და მოქმედებ გეგმის მიხედვით. შენ არ მისდევ ბაზარს. არ წინასწარმეტყველებ. კითხულობ მას, იმ დისციპლინით, რომლის აშენებას წლები სჭირდებოდა იმ ხალხს, ვისიც ადრე გშურდა.
8 კვირა ჰყოფს ამ ორ გზას. ბაზარი არ ჩერდება, სანამ შენ იღებ გადაწყვეტილებას.